თანამედროვე ჯომარდობას მრავალი ათასი წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. უხსოვარ დროში, უძველესი ხალხები მდინარეებზე გადასაადგილებლად კანოეებს იყენებდნენ. უფრო მოგვიანებით კი, ხისგან შეკრული ტივების დამზადებაც დაიწყეს, ტვირთისა და მორების გადასაზიდად.
მთის მდინარეებზე ექსტრემალური დაშვების ფუძემდებლად ინგლისელი მ. ჯონსი ითვლება. სწორედ მის მიერ იყო ორგანიზებული პირველი დაშვებები კაიაკით აფრიკის, სამხრეთ ამერიკისა და ნეპალის მდინარეებზე.
თავად რაფტები კი ვიეტნამის ომის დროს გამოჩნდა. მათ მდინარეების საშუალებით ამერიკულ სამხედრო ბაზებზე ტვირთის მისატანად იყენებდნენ.
დროთა განმავლობაში რაფტების კონსტრუქცია და მასალა შეიცვალა. ამჟამად გასაბერი ნავები თანამედროვე სინთეტიკური მასალების გამოყენებით მზადდება. სხვადასხვა ფორმისა და სიგრძის რაფტებში 4-დან 20 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ყველაზე პოპულარული 6-8-კაციანი ნავებია.
საჯომარდო ტურები საქართველოში ჯერ კიდევ 60-იან წლებში ეწყობოდა. იმ პერიოდში ქვეყანას მთელი საბჭოთა კავშირიდან სტუმრობდნენ ექსტრემალური დასვენების მოყვარულები. ჯომარდობას ქართველებიც მისდევდნენ.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სპორტის ამ სახეობისადმი ინტერესმა იკლო, დღესდღეობით კი კვლავაც დაიბრუნა პოპულარობა და მეტიც, ბევრისთვის საყვარელ გასართობადაც იქცა.
საქართველოში საჯომარდო ტურების განხორციელება შესაძლებელია მდინარეებზე: მტკვარი, არაგვი, რიონი,ცხენისწყალი, თერგი, ენგური, კოდორი.
რაფტინგი, ანუ ჯომარდობა საქართველოში
„თითო ნავში ერთი პროფესიონალი ინსტრუქტორი ზის. ნავს, ძირითადად, ის მართავს. დისტანციის დაფარვის შემდეგ, ფინიშთან, სტუმრებს ჩვენი მანქანა ხვდება და აბრუნებს ბანაკში, სადაც მათ შეუძლიათ განაგრძონ გართობა და დასვენება - ისარგებლონ ჩვენი კვების ობიექტით, იპიკნიკონ, ითამაშონ ფრენბურთი ან ტენისი, მიირთვან ყავა, ჩაი ან ლუდი. ამ ყველაფრის გარდა, ჩვენი ბანაკი აღჭურვილია სველი წერტილებითა და გამოსაცვლელებით“, - ამბობს ალექსანდრე ქავთარაძე.
ჯომარდობის ფედერაცია
ჯომარდობა საქართველოში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-70-იან წლებში გახდა პოპულარული. საბჭოთა საქართველოს მდინარეებზე, მაისის დასაწყისიდან სექტემბრის ბოლომდე, მრავლად შეხვდებოდით მტკვარზე, არაგვზე, რიონზე, ცხენისწყალზე, თერგსა თუ ენგურზე, რეზინის ნავებით დაშვებულ ტურისტებსა თუ ქართველ მოჯომარდეებს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ექსტრემალური სპორტის ეს სახეობა თითქოს გაქრა, თუმცა, ბოლო ათწლეულია, რაც ქართველი მოჯომარდეები ისევ გააქტიურდნენ და დღეს საქართველოში ჯომარდის მოყვარულთათვის უკვე რამდენიმე ბანაკი არსებობს.
ფასანაურის საჯომარდო ბანაკი Raft in Georgia სამი წლის წინ დაარსდა. პროფესიით ტურების მენეჯერმა, 29 წლის ალექსანდრე ქავთარაძემ და პროფესიონალმა ნიჩბოსანმა, 36 წლის გიორგი ნასყიდაშვილმა, საქმის გაერთიანება გადაწყვიტეს - ბანაკისთვის ფასანაური შეარჩიეს, გუდამაყრისა და ყაზბეგის მიმართულებით მომუშავე ტურ-ოპერატორებს არსებულ ტურებში ჯომარდობის ჩართვა შესთავაზეს და, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ სპორტით დაინტერესებული უამრავი ტურისტი მოიზიდეს, სულ მალე კი ქართველი მოყვარულებიც დააინტერესეს.
საჯომარდო ტურები მდინარეების სირთულეების მიხედვით იყოფა - 6 კატეგორიის მდინარიდან, პირველი მშვიდი დინების მქონე მდინარეა, რომელსაც მანევრირება თითქმის არ სჭირდება. ასეთია მტკვარი მცხეთასთან ახლოს.
მეორე კატეგორიაში ოდნავ აჩქარებული მდინარე მოიაზრება - თეთრი არაგვი ზაფხულში.
მესამე კატეგორიაში შედის სწრაფი მდინარეები, რომლებსაც საშუალო სიდიდის ჩქერები და ორმოები ახასიათებს - მდინარე არაგვი გაზაფხულზე, მტკვარი და რიონი.
მეოთხე კატეგორიის მდინარეებისთვის - რიონი, ცხენისწყალი - დამახასიათებელია სწრაფი დინება, ძლიერი ჩქერები, ორმოები, სტოპერები. ასეთ მდინარეზე დაშვების შემდეგ, თამამად შეგიძლიათ თქვათ, რომ ნამდვილი ჯომარდი ხართ.
მეხუთე და მეექვსე კატეგორიას ძალიან სწრაფი დინება, დიდი ჩქერები, ლოდები და სხვა საშიში წინააღმდეგობები ახასიათებს და მათზე დაშვება საკმაოდ სარისკოა. ასეთი მდინარეებია თერგი, ენგური, რიონი.
„ჩვენი მდინარე, თეთრი არაგვი, ძირითადად მოყვარულებისთვისაა, თუმცა, მაისი-ივნისის თვეები აქ საკმაოდ ექსტრემალური ფაზაა, ანუ სირთულით მესამე-მეოთხე კატეგორიის, როცა წყალი სამნახევარ, ოთხ სირთულემდე იწევს. ამ დროს ჩვენთან ექსტრემალები ეშვებიან თეთრ არაგვზე. შემდეგი პერიოდია ივლისი-აგვისტო-სექტემბერი - ეს ტრასა სამოყვარულო დონეზე დადის, სადაც უკვე 8 წლის ბავშვის დაშვებაც შეიძლება. ჩვენი ბანაკის სტუმრების ძირითადი ნაწილი სწორედ მოყვარულები არიან“, - ამბობს Raft in Georgia-ს დამფუძნებელი, ალექსანდრე ქავთარაძე.
შესაფერისი ტურის შერჩევის შემდეგ, ფასანაურის ბანაკში, სტუმარს სპეციალური, 15-20 წუთიანი ინსტრუქტაჟი უტარდება, რომლის დროსაც გამოცდილი, პროფესიონალი კაიაკერი, ტურში მონაწილეებს ნავის აგებულებას და მოქცევის წესებს აცნობს და მოსალოდნელ წინააღმდეგობებსა თუ საფრთხეების თავიდან არიდების გზებზე ესაუბრება. ინსტრუქტორი ვიზუალურად, მოძრაობების საშუალებით უხსნის მონაწილეებს ნავში სწორად ჯდომისა თუ ნიჩბის მოსმის წესებს, რის შემდეგაც, სპეციალურ სამაშველო გასაბერ ჟილეტებს, ჩაფხუტებსა და ნიჩბებს არიგებს. ყველაფერ ამის შემდეგ, ტურის დაწყებაც შეიძლება!
ტურის დროს ძირითადი სირთულე მდინარის ორმოები, მოცურავე ხის ტოტები, ქვები და მორებია. მათ მოგერიებასა და გვერდის ავლას ინსტრუქტორი, ძირითადად, ადვილად ახერხებს. მაქსიმალური საფრთხე ნავის ამოტრიალებაა, რაც, ალექსანდრე ქავთარაძის თქმით, იშვიათად ხდება. თუმცა, მსგავსი შემთხვევები ყოველთვის გათვალისწინებულია - ინსტრუქტორი ყველა სტუმარს თავიდანვე უხსნის ასეთ სიტუაციაში მოქცევის წესებს და საჭიროების შემთხვევაში, მდინარიდან მშვიდობით ამოსვლაში ეხმარება.
თითო ტური 7 ან 15 კილომეტრიანი დისტანციის დაფარვას გულისხმობს. მდინარეზე დაშვების მთელი პროცესის განმავლობაში, მნიშვნელოვანია, ზედმიწევნით გაითვალისწინოთ ინსტრუქტორის ყველა მითითება. წინააღმდეგ შემთხვევაში, უსაფრთხოების მიზნით, ტური, შესაძლოა, შეჩერდეს. გასათვალისწინებელია, აგრეთვე, ისიც, რომ ნასვამი სტუმრები ნავზე არავითარ შემთხვევაში არ დაიშვებიან.
„თითო ნავში ერთი პროფესიონალი ინსტრუქტორი ზის. ნავს, ძირითადად, ის მართავს. დისტანციის დაფარვის შემდეგ, ფინიშთან, სტუმრებს ჩვენი მანქანა ხვდება და აბრუნებს ბანაკში, სადაც მათ შეუძლიათ განაგრძონ გართობა და დასვენება - ისარგებლონ ჩვენი კვების ობიექტით, იპიკნიკონ, ითამაშონ ფრენბურთი ან ტენისი, მიირთვან ყავა, ჩაი ან ლუდი. ამ ყველაფრის გარდა, ჩვენი ბანაკი აღჭურვილია სველი წერტილებითა და გამოსაცვლელებით“, - ამბობს ალექსანდრე ქავთარაძე.
სხვა, მსგავსი ბანაკებისგან Raft in Georgia ახალი მიმართულებების შემოტანით განსხვავდება: „აგვისტო-სექტემბერში, როცა წყალი ყველა მდინარეზე ვარდება, ჩვენ სტუმრებს ექსტრემალური მარშრუტებს ვთავაზობთ მლეთისა და გუდამაყრის არაგვზე, სადაც წელიწადის ამ დროს განსაკუთრებული ექსტრემის განცდაა შესაძლებელი. ეს სრულიად ახალი მიმართულებებია საჯომარდო სპორტში, რომლებიც ჩვენ შემოვიტანეთ“, - ამბობს ალექსანდრე ქავთარაძე.
ამჟამად ფასანაურის ბანაკში 9 ადამიანია დასაქმებული. მათ მფლობელობაში 4 ოთხკაციანი, 3 ექვსკაციანი, 2 რვაკაციანი ნავი და რამდენიმე მანქანაა. უახლოეს მომავალში ახალი ნავებისა და აღჭურვილობის შეძენას გეგმავენ.
სამმა წელმა აჩვენა, რომ ინტერესი ამ სპორტის მიმართ იზრდება, რაც ბანაკის დამფუძნებლებისთვის მთავარი მოტივაციაა.
სამწლიანი დაუღალავი შრომის შედეგად, ამ ეტაპზე, ძირითადი წარმატება მიღწეულია. თუმცა, წინ ისევ დაუღალავი შრომაა - დაწყებული საქმის კიდევ უფრო დასახვეწად და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციის მიზნით.
დაარსდა: 2006 წელს
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: - დავით ქაცარავა
მისამართი:
ტელეფონი: (+995 32) 95–05–64
ელ-ფოსტა: georaftfed@gmail.com
ვებ-გვერდი:
ევროპის ფედერაცია:
მსოფლიოს ფედერაცია: www.intraftfed.com
წყარო
წყარო
No comments:
Post a Comment